როგორ დავწერეთ პროექტი

CTC-პროექტის ’’ზემო სვანეთში სათემო ინიციატივებისხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით’’ ფარგლებში  2011 წლის დეკემბერში გამოცხადდა მიკრო საგრანტო კონკურსი ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის. კონკურსის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა მეგობარმა რის საფუძველზეც მივედი CTC-ცენტრში და იქ სრულად მომაწოდეს ინფორმაცია პროექტის ყველა დეტალთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა საბოლოო პროექტების წარდგენამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. მიუხედავად ამისა, მეგობრებმა შევქმენით ხუთ წევრიანი ჯგუფი და ერთობლივად დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.

ჩვენ დავწერეთ პროექტი სვანურ ტრადიციულ დღესასწაულებზე. მათი უმეტესი ნაწილი დავიწყებასაა მიცემული და გადავწყვიტეთ , მათი აღდგენა დაგვესახა მიზნად. პროექტის შინაარსი გავაცანით თემის მოსახლეობას და მათთან შეთანხმებით ჩამოვყალიბდით პროექტის საბოლოო იდეაზე.

მოგვიანებით, ჩვენი იდეები შევაჯერეთ, დავხვეწეთ, დავწერეთ პროექტი და წარვადგინეთ ცენტრში.