”ტრდიციული
სვანური დღესასწაულების აღდგენა ნაშთქოლის თემში”
პრობლემა, რომელიც
უკავშირდება პროექტი
პრობლემის მოგვარების ადგილია მესტიის რაიონი,
სოფელი ბეჩოს თემის-ნაშთქოლის დასახლება. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მივიწყებულია სვანური ტრადიციები. ამ დღესასწაულებში ერთიანდება,
როგორც საეკლესიო ისე საერო დღესასწაულები. ეს დღესასწაულებია: ლამარიობა, გულათახაშობა,
ლიჩაჩხიელი. დღესასწაულები დაიკარგა რამდენიმე მიზეზის გამო:
●
უხუცესებმა ნაკლებად
ჩართეს ახალგაზრდა თაობა დღესასწაულების ჩატარებაში
და შესაბამისად ამან გაანელა ახალგაზრდების ინტერესები დღესასწაულების მიმართ.
●
არ არსებობს ორგანიზატორი,
რომელიც მობილიზებას გაუწევს მოსახლეობას დღესასწაულების მოგვარებაში. არ არის ცნობილი
დღესასწაულების ჩატარების დრო და ადგილი. ახალგაზრდებს მივიწყებული აქვთ მათი შინაარსი.
●
არ არსებობს მატერიალური
მხარდაჭერა. არ არსებობს სადღესასწაულო ინვენტარი თემში.
გარდა ამისა, შემორჩენილია 4-5 დღესასწაული,
რომელიც შესაძლებელია სხვების მსგავსად დაიკარგოს ზემოთ აღნიშნული მიზეზებისვე გამო.
ეს პრობლემა ეხება ჩვენი თემის მოსახლეობას,
რომელიც შედგება 30 ადამიანისგან. მათ უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ. და
თითოეული მათგანის ინტერესებში შედის ამ დღსასწაულების აღდგენა. ეს პრობლემა ნაწილობრივ
ეხება მეზობელი სოფლის მოსახლეობასაც, ვინაიდან მათთანაც არის იგივე დღესასწაულები.
ჩვენ ვართ იმ თემის წარმომადგენლები, სადაც
პრობლემა წარმოიშვა და ეს პრობლემა გუნდის
ყველა წევრის სატკივარია.
პროექტის მიზანი
ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ეს დღესასწაულები.
ჩავრთოთ მთელი თემი დღესასწაულებთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში.
გავხადოთ ჩვენი თემი უფრო საინტერესო ეთნოგრაფიულ-ტურისტული
თვალსაზრისით.
დაგეგმილი საქმიანობები
- დღესასწაულების ბლოგის
შექმნა და განახლება
- მოსახლეობის ინფორმირება და მოწვევა შეხვერდაზე
- მოსახლეობასთან შეხვედრა და პრობლემის მოგვარების გზების ძიებაზე მსჯელობა,
კერძოდ:
· დღესასწაულების დრო,
ადგილი, პასუხიმგებელი,
·
დღესასწაულების შინაარსი
- კალენდრის ფორმა
- მოგვარების სხვა გზები
- შეგროვებული ინფორმაციის
დამუშავება და კალენდრის გამზადება
- კალენდრის თარგმნა ინგლისურად
- კალენდრის დაბეჭდვა
- კალენდრის ბეჩოში ჩატანა
- კალენდრის დარიგება მოსახლეობისთვის და გადაცემა მესტიის ტურიზმის სააგნტოსთვის