ბლოგის შექმნა

ბლოგის შექმნა
21 ივნისს CTC-ის თბილსის ოფისში პროექტის დირექტორს მარიამ წერედიანს  CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ასისტენტმა გაუწია კონსულტაცია და ასწავლა ბლოგის შექმნა. შეიქმნა პროექტის დღესასწაულების აღდგენა ნაშთქოლის თემში” ბლოგი, სადაც განთავსდება ყველა სიახლე და ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით და ასევე სვანური დღესასწაულების მოკლე აღწერა, რომელთა შესახებაც ინფორმაციას შევაგროვებთ პროექტის ფარგლებში. 

პროექტის გამარჯვება

3 მარტს CTC-ისდან პროექტის დირექტორს მარიამ წერეედიანს დაუკავშირდნენ და შეატრყობინეს,  რომ ჩვენი პროექტი მოხვდა გამარჯვებულთა შორის.  დაგვიბარეს, რომ გაეცნოთ ჟიურის რჩევები და შენიშვნები.

მოგვიანებით შევხვდით პროექტის ასისტენტს, რომლმაც გავაცნო შენიშვნები და მისი დახმარებით შესწორებები შევიტანეთ პროექტში. საბოლოდ შესწორებული პროექტი გადავეცით CTC-ის.  ამის შემდეგ, მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და პროექტის დაფინანსება. 

როგორ დავწერეთ პროექტი

CTC-პროექტის ’’ზემო სვანეთში სათემო ინიციატივებისხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით’’ ფარგლებში  2011 წლის დეკემბერში გამოცხადდა მიკრო საგრანტო კონკურსი ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის. კონკურსის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა მეგობარმა რის საფუძველზეც მივედი CTC-ცენტრში და იქ სრულად მომაწოდეს ინფორმაცია პროექტის ყველა დეტალთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა საბოლოო პროექტების წარდგენამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. მიუხედავად ამისა, მეგობრებმა შევქმენით ხუთ წევრიანი ჯგუფი და ერთობლივად დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.

ჩვენ დავწერეთ პროექტი სვანურ ტრადიციულ დღესასწაულებზე. მათი უმეტესი ნაწილი დავიწყებასაა მიცემული და გადავწყვიტეთ , მათი აღდგენა დაგვესახა მიზნად. პროექტის შინაარსი გავაცანით თემის მოსახლეობას და მათთან შეთანხმებით ჩამოვყალიბდით პროექტის საბოლოო იდეაზე.

მოგვიანებით, ჩვენი იდეები შევაჯერეთ, დავხვეწეთ, დავწერეთ პროექტი და წარვადგინეთ ცენტრში.