8 ივნისს პროექტის გუნდი შევხვდით ნაშთქოლის თემის მოსახლეობას ნაშთქოლში. შეხვედრას ესწრებოდა 12 ადამიანი, მათ შორის იყო თემის უხუცესი გივი წერედიანი.
შეხევდრაზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ გავაცანით პროექტის დეტალები, რის შემდეგაც ერთად დავადგინეთ მივიწყებული და არსებული სვანური დღესასწაულების აღნიშვნის დრო და ადგილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დღესასწაულების კალენდრის გაკეთება. კალენდრისთვის შეირჩა შვიდი დღესასწაული. შევადგინეთ დღესასწაულების მოკლე აღწერა, რაშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა ნაშთქოლში მოსახლეობასთან |
ვაცნობთ პროექტის დეტალებს |
ვმსჯელობთ დღესასწაულების დროზე,ადგილზე და შინაარსზე |
ვიწერთ პროექტის დეტალებს |